19:53 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-28 17:44:50, 4123 ნახვა

სამართალი
სასამართლომ სპეცოპერაციისას დაკავებულ ოთხივე პირს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სპეცოპერაციისას დაკავებულ სამ პირს: რუსლან ალდამოვს, რამაზ მარგოშვილს და ბადურ ჩოფანაშვილს პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე სხდომაზე მათთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

პროკურორ ელიზბარ გოზალიშვილის განცხადებით, არსებობდა საფრთხე მოწმეებზე ზემოქმედების, დანაშაულებრივი ქმედების გაგრძელების და მათ მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვების.

დღესვე, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა სპეცოპერაციისას დაკავებულ კიდევ ერთ პირს - ზურაბ გორნაკაშვილს. მის საქმეზე პროცესი ცალკე გაიმართა. პროკურორმა განმარტა, რომ მისი საქმე ცალკე წარმოებად არ არის გამოყოფილი, არამედ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობის სასამართლოში შეტანა უფრო ადრეულ ეტაპზე განხორციელდა. 

"მოგვიანებით მოხდა დანარჩენების მიმართ შუამდგომლობის შეტანა. შესაბამისად, სასამართლომ ჩანიშნა ორი პროცესი",- განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება მეხუთე პირს თემირ მაჩალიკაშვილს, რომელიც სპეცოპერაციისას დაიჭრა, მისი სასამართლო პროცესი ჯერჯერობით ჩანიშნული არ არის. ადვოკატი ცირა ჯავახიშვილი აცხადებს, რომ მაჩალიკაშვილისთვის მისთვის არც ბრალის წარდგენა მომხდარა.

სუს-ის იფნორმაციით, დაკავებულები დაკავშირებული არიან 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და მათ ხელშემწყობ პირებს წარმოადგენენ. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics