|
2017-12-27 23:28:49, 844 ნახვა
რეგიონი
ქობულეთის ცენტრალურ მოედანზე „ციტრუსის ფესტივალი 2017“ გაიმართა
საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ქ. ქობულეთის ცენტრალურ მოედანზე „ციტრუსის ფესტივალი 2017“ გაიმართა. აჭარის სოფლის მეურნეობისა და „აგროსერვის ცენტრის" ორგანიზებით გამართულ ციტრუსის ფესტივალში მონაწილეობა მიიღო რეგიონში მოქმედმა 40-მდე კომპანიამ და ფერმერმა. მონაწილე კომპანიებმა საკუთარი პროდუქცია ფართომომხმარებლებს გააცნეს. ფესტივალი ხალხმრავლობით გამოირჩეოდა. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ციტრუსის ნაყოფისაგან შექმნილმა გიგანტურმა ფიგურებმა, რომლებიც აჭარისთვის დამახასიათებელ სიმბოლოებს გამოსახავდნენ. ფესტივალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე, აჭარის მთავრობის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ციტრუსის ფესტივალზე დაჯილდოვდნენ ღვაწლმოსილი და ახალგაზრდა მეციტრუსე ფერმერები, ასევე გამოვლინდნენ საუკეთესო ციტრუსის ბაღების მფლობელები ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში. მოეწყო გასართობი და სპორტული თამაშები. დასკვნით ნაწილში საზეიმო განწყობა შექმნეს ანსამბლებმა „მაჭახელა" და „მხედრული". ზურაბ პატარაძემ ასევე დაათვალიერა საახალწლოდ მორთული ქობულეთის ცენტრალური მოედანი და ქობულეთის მერისგან მოისმინა ინფორმაცია დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების შესახებ. 25 დეკემბრიდან ქობულეთში ყოველდღიურად იმართება საბავშვო-გასართობი ღონისძიებები. 31 დეკემბერს ღამით კი გაიმართება საახალწლო კონცერტი ნინი ბადურაშვილისა და თაკო გაჩეჩილაძის მონაწილეობით.
(NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)