04:48 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-24 14:53:50, 2279 ნახვა

საზოგადოება
თბილისში ჩანახატებით გაფორმებული პირველი მუსიკალური შადრევნები მოეწყო

თბილისში, ნაძალადევის რაიონში მოზაიკური ჩანახატებით გაფორმებული ორი მუსიკალური შადრევანი მოეწყო.

პროექტი ინოვაციურია, რადგან საქართველოს მასშტაბით, შადრევნების ფოტოჩანახატებით გაფორმება პირველად მოხდა.

ერთი მათგანი თემქის ცენტრალურ გზაზე (ანაპის 414-ე დივიზიისა და ურეკის ქუჩების კვეთაზე) არსებულ სკვერში, მეორე კი, ც.დადიანის ქუჩაზე, მეტროსაგდურ „ნაძალადევის“ გვერდით რეაბილიტირებულ სკვერში მოეწყო.

მუსიკალური შადრევნები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ პარლამენტის წევრ ზაზა გაბუნიასთან და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, თამარ ტალიაშვილთან და დავით ჭელიძესთან ერთად დაათვალიერა.

„წლების განმავლობაში ადგილობრივი მცხოვრებლების მხრიდან ძალიან დიდი იყო მოთხოვნა, რომ ორივე შადრევანი ამოქმედებულიყო. კარგია, რომ უკვე მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, ამ ლამაზი სანახაობით ისიამოვნოს“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

ორივე მუსიკალურ შადრევანს 10-მდე ფუნქცია აქვს და ღამის საათებში რამდენიმე ფერში ნათდება. განათებულია მოზაიკური ჩანახატებიც. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.

(NS) 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics