03:34 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-22 14:50:45, 1884 ნახვა

საზოგადოება
ლეღვთახევში ლითონის დროებითი კონსტრუქციები მოეწყო

თბილისის ტურისტულ ზონაში, ლეღვთახევში, დამთვალიერებელთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, ლითონის დროებითი კონსტრუქციები - საფეხმავლო ხიდები და პერგოლა მოეწყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება მსუბუქი კონსტრუქციების მოწყობაზე კრწანისის რაიონის გამგეობამ  ლეღვთახევში კლდის ფრაგმენტების ჩამოშლის შემდეგ მიიღო, რის გამოც, საფეხმავლო ბილიკებზე გადაადგილება ამ დრომდე შეზღუდულია.

მათივე ცნობით, კონსტრუქციების მოწყობამდე, ხევში კლდე გამოფიტული ქანებისგან გაიწმინდა.

კრწანისის გამგეობა მონიტორინგს პერიოდულად აწარმოებს და ალპინისტების დახმარებით, კლდეს იმ ფრაგმენტებისგან ასუფთავებს, რომელთა ჩამოშლის საშიშროებაც არსებობს.

მომავალი კვირიდან ლეღვთახევში ბილიკებზე არსებული შეზღუდვა მოიხსნება და

დამთვალიერებლები გადაადგილებას ახალი საფეხმავლო ხიდებით შეძლებენ.

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics