2017-12-22 14:40:32, 2491 ნახვა
სამართალი
უკრაინის სააპელაციო სასამართლოში სააკაშვილის პროცესი 3 იანვრისთვის გადაიდო (ვიდეო)
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით, უკრაინის სააპელაციო სასამართლოში, უკრაინის გენერალური პროკურატურის საჩივრის განხილვა 3 იანვრამდე გადაიდო.
გადაწყვეტილება კიევის სააპელაციო სასამართლომ მიიღო.
„სასამართლოს დღემდე არ მიუღია საჭირო მასალები, აქედან გამომდინარე სასამართლო ვერ შეძლებს საკითხის გადაწყვეტას, ამიტომაც განხილვა 3 იანვრამდე გადაიდო“, – განაცხადა მოსამართლე ოლეგ პრიზიაჟნუკმა.
სასამართლოს გადაწყვეტილებას ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა.
„სასამართლოსთან პრეტენზიები არ მაქვს, რადგან პროკურატურამ მასალები არ გადასცა. რატომ არ გადასცა?– 3 იანვარს ყველა ისვენებს, მსოფლიო არ დააკვირდება მიმდინარე მოვლენებს და იმ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რაც აწყობთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ავტორი: ,