|
2017-12-21 15:19:00, 2319 ნახვა
საზოგადოება
დევნილი ოჯახების სია გამოქვეყნდა, რომლებსაც გორში ბინები გადაეცემათ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ გორში 480 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 8 ათსართულიანი კორპუსი ააშენა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დაასრულა 480 ბინის განაწილების პროცესი და სამინისტროს ვებ-გვერდზე ქვეყნდება იმ დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემათ. უწყების ცნობით, კომისიის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლის რეგიონში 5 ნგრევადი ობიექტი იხურება. ამ ეტაპზე, საცხოვრებელი ფართი 436 დევნილ ოჯახს გადაეცემა, დარჩენილ 44 სამოთახიან ბინაზე კი განაცხადების მიღების მეორე ეტაპი გამოცხადდება. პირველ ეტაპზე, განაცხადის შევსება მხოლოდ შიდა ქართლის რეგიონში რეგისტრირებულ დევნილებს შეეძლოთ და სამოთახიანი ბინის მსურველი ყველა ოჯახი, რომლებსაც, კრიტერიუმების შესაბამისად, მინიმუმ 1 ქულა მიენიჭათ დაკმაყოფილდა. მეორე ეტაპზე, სამოთახიანი ბინის მოთხოვნით, განაცხადის შევსება ნებისმიერ დევნილ ოჯახს, 25 დეკემბრიდან 20 იანვრის ჩათვლით შეუძლია. მინისტრის მოადგილეები და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან იმ დევნილებს, რომლებსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ. დევნილების მიღება გორის მერიაში 22 და 23 დეკემბერს გაიმართება. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც გამოქვეყნებულ სიაში აღმოაჩენს რაიმე სახის უზუსტობას, შეუძლია აღნიშნულის თაობაზე მიმართოს სამინისტროს, რომელიც თავს მხრივ მზადყოფნას გამოთქვამს, კონფიდენციალურობის სრული დაცვით გადაამოწმოს მოწოდებული ინფორმაცია. სია იხილეთ ბმულზე: http://gov.ge/s/ab31e (NS)
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)