14:49 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 12:28:43, 1976 ნახვა

სამართალი
კახა კახიშვილი: ჩვენ დღეს 600-მდე მსჯავრდებული გვყავს დასაქმებული

სასჯელაღსრულების მინისტრის კახა კახიშვილის განცხადებით, დასაქმების საკითხი პენიტენციურ დაწესებულებებში ძალიან მნიშვნელოვანია.

კახიშვილის თქმით, როცა ადამიანი თავისუფლების აღკვეთის პირობებში იმყოფება, მას უნდა შესთავაზოს სახელმწიფომ, თუ რით დაკავდეს:

„ერთი, ეს არის განათლების მიღება, როგორც უმაღლესი ისე, პროფესიული, მეორე არის დასაქმება.ამიტომ, მუდმივად ვცდილობთ, შევქმნათ სამუშაო კერები დაწესებულებებში და ხელისუფლების მხარდაჭერით, ჩვენ უკვე დღეს გვყავს 600-მდე მსჯავრდებული დასაქმებული, რომლსაც საშუალება აქვს, მიიტანოს ხელფასი და გადარიცხოს ეს ხელფასი საკუთარ სახლში. ამავე დროს, საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, ჩვენ გვაქვს საშუალება მსჯავრდებულებთან გავაფორმოთ სამოქალაქო კონტრაქტები მცირე სარემონტო სამუშაოებზე, ასევე შევქმენით სპეციალური ონლაინ მაღაზია, სადაც მსჯავრდებულებს აქვთ საშუალება, ის პროდუქცია გამოფინონ და ონლაინ რეჟიმში გაყიდონ, მიიღონ შემოსავალი, რომელსაც ციხეებში დაამზადებენ. ასევე, ერთ-ერთი წარმატებული კურსია კულინარიის კურსი, რომელიც შეუძლია მსჯავრდებულს გაიაროს. მოგეხსენებათ, რამდენი ადამიანია გათავისუფლების შემდეგ დასაქმებული პრესტიჟულ რესტორნებში“,-განაცხადა კახიშვილმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics