14:47 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-19 10:02:10, 1769 ნახვა

სამართალი
შსს-მ ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი პირი: 1996 წელს დაბადებული მ.კ., 1976 წელს დაბადებული ე.ა. და 1987 წელს დაბადებული ბ.ღ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები კარწახის რკინიგზის მშენებარე სადგურიდან საყოფაცხოვრებო ნივთებს და ელექტროტექნიკას სისტემატურად იპარავდნენ.

„დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, ე.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული წყლის გამათბობელი ავზი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბ.ღ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 11 შეკვრა ნაქურდალი მეტლახი. პოლიციამ მ.კ.-ს მიერ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული და გასხვისებული სხვადასხვა ნივთები: წყლის გამათბობელი ავზი, ცენტრალური გათბობის 7 რადიატორი, ელექტროჩამრთველების დაფა და ხელსაბანი ნიჟარა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“,-აცხადებენ სამინისტროში. 

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics