11:53 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-19 09:53:05, 2344 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე: ფრაქციების შექმნა დამატებით ხარჯებს არ უკავშირდება

საპარლამენტო უმრავლესობის  ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დამატებითი ფრაქციების შექმნა განსაკუთრებულ  ხარჯებს არ უკავშირდება.

თალაკვაძის თქმით, ფრაქციების შექმნის საკითხს გარკვეული პოლიტიკური კომენტატორების მხრიდან არაჯანსაღი ინტერპრეტაციები მოჰყვა.

მანვე აღნიშნა, რომ უმრავლესობა დამატებითი ფრაქციების შექმნაზე უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს.

„საგაზაფხულო სესიაზე, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ ინტერესი არის, რომ 2018 წლიდან მეტად პროაქტიულ დღის წესრიგზე გადავიდეს. ჩვენ იანვრისა და თებერვლის პერიოდს გამოვიყენებთ, რომ ეს საკანონმდებლო ინიციატივები და ის თემები დავამუშავოთ, რომლითაც საგაზაფხულო სესიაზე წარვდგებით. დამატებითი ფრაქციების შექმნა არანაირ განსაკუთრებულ დანახარჯებს არ უკავშირდება. ფრაქციების შემთხვევაში, დაფინანსება პარლამენტარებთან არის მიბმული. შესაბამისად, როდესაც პარლამენტარები ფრაქციებს ქმნიან ეს დაფინანსება მათ მიჰყვება, რეალურად ორი დამატებითი ფრაქციისთვის დაფინანსების ალოკაციამოხდება. ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივი იყო. როგორ ხდება ფრაქციების დაფინანსება, რეგლამენტში  არის გაწერილი“,-აღნიშნა საპარლამენტო ლიდერმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics