10:33 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-12 11:58:19, 2216 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი სააკაშვილზე: დამერწმუნეთ, ასეთი საკითხები პოლიტიკურ დონეზე არ იხილება

„დამერწმუნეთ, ჩვენ ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყანა უკრაინასთან ძალიან ბევრი საკითხი გვაქვს განსახილველი და ნამდვილად, ასეთი საკითხები პოლიტიკურ დონეზე არ იხილება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი, რომელზეც უკვე ბევრი კომენტარი გაკეთდა, სამართალდამცავი ინსტიტუციების ურთიერთობის ჩარჩოს არ გასცდენია.

„მე მოვისმინე ძალიან ბევრი სპეკულაცია და კონსპირაციის თეორიები ამ საკითხთან დაკავშირებით. დამერწმუნეთ, რომ ჩვენ ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყანა უკრაინასთან ძალიან ბევრი საკითხი გვაქვს განსახილველი და ნამდვილად, ასეთი საკითხები პოლიტიკურ დონეზე არ იხილება", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
პუტინმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics