10:33 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-11 16:21:26, 2064 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: ოპოზიცია კომპრომისშიც კი არ მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის  შეფასებით, ოპოზიციაში კონსესუსის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებაა.

 აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციის პოლიტიკური კულტურა წლების განმავლობაში დაიხვეწება.

„არის ოთხი რეკომენდაცია, რომელიც შემოთავაზებულია ვენეციის კომისიის მხრიდანდა არსებითად, ამ ცვლილებების ასახვას ემსახურება ჩვენი კანონპროექტი. ჩვენთვის ზოგადად გაუგებარია ის, რომ ოპოზიცია ემიჯნება ამ პროცესს, ეს არის ის საკითხები, რასაც ისინი თავად ითხოვდნენ. ხომ არის ბონუსი, ბლოკები და ასე შემდეგ, ეს არის მათ ინტერესებში. მე პირადად, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ მგონია მიზანშეწონილი ბლოკების შენარჩუნება, ბონუსის გაუქმება, თუმცა, არის პოლიტიკური კომპრომისი და ამ კომპრომისშიც  კი არ მონაწილეობს ოპოზიცია. იგივე ვნახეთ ომბუდსმენთან დაკავშირებით - შევთანხმდით აბსოლუტურად ყველა: საპარლამენტო უმრავლესობა, არასამთავრობო სექტორი, დიპლომატები იყვნენ უაღრესად კმაყოფილები კანდიდატთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებით,  თუმცა, ამის მიუხედავად, ოპოზიციამ არც ამ კანდიდატს დაუჭირა მხარი. ეს  რეალურად იმას აჩვენებს, რომ ოპოზიციაში კონსესუსის მიმართ არის უარყოფითი დამოკიდებულება, რაც ბუნებრივია, მიუთითებს შესაბამისი პოლიტიკური პარტიების განვითარების არცთუ მაღალ დონეზე. იმედი გვაქვს, რომ წლების განმავლობაში მათი პოლიტიკური კულტურა არსებითად დაიხვეწება",- აღნიშნა კობახიძემ.

  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
პუტინმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics