|
2015-05-08 15:21:22, 350 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, რეგიონში პირველად ვართ ლიდერები
პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის შეფასებისას, აუციელებლია, რეგიონში არსებული სიტუაციის ანალიზი მოხდეს. როგორც ღარიბაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 2003 – 2007 წლებში მაღალი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ფიქსირდებოდა, ქვეყანა რეგიონში ლიდერი არ ყოფილა. „2003 წელს საქართველოში 11.1%, 2007 წელს კი 12.34% ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაშინ ქვეყანაშ ლიდერები არ ვყოფილვართ, რადგან ჩვენი უშუალო მეზობლების ეკონომიკური ზრდის ტემპიჩვენთან შედარებით კიდევ უფრო მეტი იყო",-აღნიშნა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 2013 წელს 3.3%, 2014 წელს კი 4.8% ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, ქვეყანა რეგიონში ლიდერია და ეს პირველად ხდება. „მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს საქართველოში 3.3%, ხოლო 2014 წელს 4.8% ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, დღეს ჩვენ რეგიონში ეკონომიკის ზრდის ტემპის საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს და პირველად ვართ ლიდერი რეგიონში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)