|
2018-04-17 17:14:46, 1954 ნახვა
საზოგადოება
175-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები „ავერსი-რაციონალს“ ეწვივნენ
საგანმანათლებლო სისტემაში შესანიშნავი ტრადიცია დამკვიდრდა - სკოლის მოსწავლეები შემეცნებითი ექსკურსიების ეგიდით უკვე არა მხოლოდ კულტურულ მემკვიდრეობას და ღირსშესანიშნაობებს, არამედ ადგილობრივ წარმოებასაც ეცნობიან. ინტერესი განსაკუთრებით დიდია ფარმაცევტული სფეროს მიმართ. ამიტომ მოზარდები და პედაგოგები ქვეყნის ყველაზე მსხვილ ფარმაცევტულ საწარმოს - "ავერსი-რაციონალს" სულ უფრო ხშირად სტუმრობენ. მან ამჯერად თბილისის #175 საჯარო სკოლას უმასპინძლა. ნანა მეტრეველი სკოლის ინფორმაციული მენეჯერია. მან მეექვსე კლასის მოსწავლეებს ორიგინალური და დასამახსოვრებელი ექსკურსია მოუწყოთ. ქალბატონ ნანას "ავერსი-რაციონალში" ვიზიტის შემდეგ შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ: - სკოლის სასწავლო გეგმის თანახმად, მეშვიდე კლასიდან მოსწავლეები ახალი საგნის - "მეცნიერების საფუძვლების" შესწავლას იწყებენ. რა თქმა უნდა, მის მიმართ ინტერესი გაიზრდება, თუ საკუთარი თვალით ნახავენ, როგორ იყენებენ მეცნიერებას - ქიმიას, ბიოლოგიას, ფიზიკას პრაქტიკულ სამუშაოებში - საწარმოებში. ფარმაცევტული სფერო კი ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა. ჩვენც გადავწყვიტეთ, ქვეყნის საუკეთესო ფარმაცევტულ წარმოებას დეტალურად გავცნობოდით. ბავშვები აღფრთოვანებულები დარჩნენ. განსაკუთრებული ინტერესი ლაბორატორიამ გამოიწვია. "ავერსი-რაციონალმა" შესანიშნავი მასპინძლობა გაგვიწია. გულთბილად შეგვხვდნენ და მოზარდებისთვის სრულიად გასაგები ენით აგვიხსნეს ყველაფერი. უფროსებიც გაგვაოცა ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვამ, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გრძნობამ და საქმის სიყვარულმა. ვფიქრობ, მიღებული შთაბეჭდილებების გავლენით, ჩვენი სკოლის ბევრი მოწაფე დაინტერესდება მეცნიერებით და მომავალს სწორედ ამ არაჩვეულებრივ სფეროს დაუკავშირებს. მადლობას ვუხდით "ავერსი-რაციონალს" საინტერესო ექსკურსიისთვის და შესანიშნავი მასპინძლობისთვის.
(R)
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)