|
2017-12-08 17:20:16, 1952 ნახვა
საზოგადოება
გალა-კონცერტი თბილისში სამ სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება
2018 წლის საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით თბილისის მერიაში პრესკონფერენცია გაიმართა. კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა სოფიო ხუნწარიამ მედიის წარმომადგენლებს ახალი წლის გეგმებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და დასმულ შეკითხვებს უპასუხა. 24 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით თბილისი ნამდვილ საახალწლო ქალაქად გადაიქცევა. ძირითად ღონისძიებებს კი სამი სხვადასხვა ლოკაცია უმასპინძლებს - გლდანი, ვარკეთილი და ძველი თბილისი. გალა-კონცერტი, რომლის რეჟისორებიც დავით დოიაშვილი და ბასა ფოცხიშვილი არიან სამ სცენას მოიცავს. კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი რუსა მორჩილაძე, მხატვარი კი თამარ ფოცხიშვილია. შემოქმედებითმა ჯგუფმა დედაქალაქის მერიაში გამართულ პრესკონფერენციაზე საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრა. თბილისის მთავარი ნაძვის ხე წელს ქართული მანებით, სპეციალურად დამზადებული სათამაშოებით მოირთვება და 15 დეკემბერს აინთება. ტერიტორიაზე, ასევე, მოეწყობა საციგურაო მოედანი, რომელიც ნებისმიერი მსურველისთვის იქნება უფასო. ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიებას გორის ქალთა გუნდი, ყველასათვის საყვარელი სიმღერით „შედრიკ“ გახსნის და, ასევე, მათთან ერთად იმღერებენ გორის, ვანო მურადელის სამუსიკო სკოლის ბავშვები, რომლებიც საახალწლო პოპურს შეასრულებენ. გარდა ამისა, დედაენის ბაღში საახალწლო ქალაქი მოეწყობა, სადაც სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება. აქვე იქნება კიდევ ერთი საციგურაო მოედანი და კინოთეატრი ღია ცის ქვეშ. ტერიტორიაზე მოეწყობა სახელოსნოები, ატრაქციონები, სპორტული სივრცე, ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის კი ყოველ დღე, 31 რიცხვის გარდა, 21:00-დან 00:00 საათამდე სხვადასხვა DJ-ები და არტისტები დაუკრავენ. გაიმართება საბავშვო კონცერტები და განთავსება კვებითი ობიექტებიც. წლევანდელი საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებაში აქტიურად ჩაერთვება კერძო სექტორიც. ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა სკვერებისა და პარკების მორთვაში მონაწილეობას კერძო კომპანიები მიიღებენ. გარდა ამისა დედაქალაქის ათივე რაიონში საახალწლო განწყობის შექმნაზე გამგეობები იზრუნებენ. გალა კონცერტების რეჟისორები დავით დოიაშვილი და ბასა ფოცხიშვილი არიან, მუსიკალური ხელმძღვანელი რუსა მორჩილაძე, მხატვარი კი თამარ ფოცხიშვილია.
(NS)
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)