|
2017-12-07 19:07:17, 2020 ნახვა
საზოგადოება
გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე კორპუსი „თბილსერვის ჯგუფმა“ დაასუფთავა
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე კორპუსში, სადაც ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა, საგამოძიებო უწყებებმა დღეს მუშაობა დაასრულეს და „თბილსერვის ჯგუფმა“ ტერიტორია დაასუფთავა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საშუალებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ხვალიდან, თბილისის მერიის ლაბორატორია საცხოვრებელ კორპუსს შეამოწმებს და დაადგენს, თუ რამდენად შეესაბამება ის უსაფრთხოების ნორმებს. კახა კალაძის განცხადებით, თუ დადგინდა, რომ კორპუსი ავარიულია, პრობლემების თავიდან ასაცილებლად, შესაბამისი სამუშაოები განხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები კი, კორპუსის შემოწმების შემდეგ დაიწყება. „მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ისნის რაიონის გამგებელს, კახა ლაბუჩიძეს იმისთვის, რომ ყოველდღიურ რეჟიმში აქვს კომუნიკაცია დაზარალებულ ოჯახებთან. კიდევ ერთხელ მინდა დავამშვიდო ისინი და ვუთხრა, რომ თბილისის მერია, ცენტრალური ხელისუფლება ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის პრობლემები, რომელიც მათ აწუხებთ, მოწესრიგდება და ძალიან მალე მოგვარდება. არსებული საცხოვრებელი ფართები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. უახლოეს პერიოდში, შესაბამისი სამსახურები სამუშაოების განხორციელებას დაიწყებენ, მოვაწესრიგებთ ყველაფერს და კორპუსს პირველადი სახე მიეცემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)