|
2017-12-06 19:29:35, 1950 ნახვა
საზოგადოება
ევრონიუსმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის შესახებ ვრცელი რეპორტაჟი მოამზადა
„საქართველოს სურს გახდეს რეგიონული ცენტრი ახალი აბრეშუმის გზის პროექტში“ - ამ სათაურით არის გამოქვეყნებული ვრცელი რეპორტაჟი ევრონიუსის ვებგვერდზე, რომელიც თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს ეძღვნება. ევრონიუსის ჟურნალისტი გალინა პოლონსკაია სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა თბილისში და აქტიურად აშუქებდა აბრეშუმის გზის ფორუმის მიმდინარეობას. მის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ჩაწერილია საქართველოს პრემიერ მინისტრის, მთავრობის წარმომადგენლებისა და ფორუმის მონაწილე სხვა დელეგატების ვრცელი კომენტარები. „თბილისმა მსოფლიოსსხვადასხვა ქვეყნიდან ასობით სტუმარს უმასპინძლა „სარტყელისა და გზის“ფორუმის ფარგლებში. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან და ჩინეთთან.თავისი სტრატეგიული მდებარეობისა და კონკურენტუნარიანი ბაზრის წყალობით, საქართველოს შეუძლია აღიდგინოს პოზიციები და გახდეს მსხვილი რეგიონული ცენტრი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის“, - ნათქვამია სიუჟეტში.ევრონიუსის მიერ მომზადებულ რეპორტაჟში ასევე საუბარია ანაკლიის პორტის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, ღვინის წარმოებისა და ექსპორტის, თავისუფალი ეკონომიკური ზონებისა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც 28-29 ნოემბერს გაიმართა, ქართული და უცხოური მედიის 100-ზე მეტმა წარმომადგენელმა გააშუქა. მათ შორის იყოEuronews, BBC, Bloomberg, DeutscheWelle, TheEconomist, AlJazeera, TheGuardian და ა.შ.
(NS)
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)