05:29 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-06 16:18:07, 1743 ნახვა

კომენტარი
ირმა ნადირაშვილი: ჩემი გადმოსახედიდან გიორგი მღებრიშვილი მაოხრებელი მკვდარია

„მაქვს ასეთი განცდა, რომ თქვენ მღებრიშვილისგან ახალ მინდია ჯანელიძეს და ახალ ჭიკაიძეს ქმნით“,- ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი სტრუქტურული რეფორმის იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც,  ხდება უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს რეორგანიზაცია, მის ბაზაზე ყალიბდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციაც იქნება საგანგებო სიტუაციების მართვა ოპერატიულ-ტაქტიკურ დონეზე. ამ სამსახურს კი გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს.

ნადირაშვილის შეფასებით, შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობის პერიოდში გიორგი მღებრიშვილმა ბევრი მძიმე შეცდომა დაუშვა.  ნადირაშვილი მიიჩნევს, რომ  „აღნიშნული ცვლილებები ისევე გაუაზრებელია, როგორიც  თავის დროზე კრიზისების მართვის საბჭოს შექმნა იყო“.

„82 მილიონი გამოყავით და შექმენით ამ ადამიანისთვის ახალი სამსახური. არვიცი, ჭიკაიძე, ზედელაშვილი, ჯანელიძე ახლა უკვე მასთან გადაინაცვლებენ, თუ როგორ გააგრძელებენ თავიანთ პოლიტიკურ კარიერას. მღებრიშვილმა დაუშვა არაერთი მძიმე შეცდომა და შეგახსენებთ, თუნდაც  აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს, როდესაც ის თბილისის ცენტრიდან გაქრა და აღმოჩნდა აზერბაიჯანში. ამ კითხვებზე პასუხი არ მიგვიღია. მაგალითად, როდესაც ის სატელეფონო ხულიგნების მსხვერპლი გახდა, რაც იცოდა მოუყვა და პრემიერთან კონსულტაციის შემდეგ უკან გადაურეკა და თუ რამე გამორჩა ის დაამატა. მღებრიშვილი ჩემი გადმოსახედიდან მაოხრებელი მკვდარია.  როდესაც იწ წავიდა, ამ დროს ჩატაევი, როგორც ირკვევა, უკვე შემოსული იყო ქვეყანაში და შს მ ყოფილ მინისტრს ამაზე არც ერთი განცხადება  არ გაუკეთებია.როგორც ჩანს,  ის საქმის  კურსში ამის თაობაზე არ იყო.ვფიქრობ, ეს ცვლილებები ისევე გაუაზრებელია, როგორც იყო თავის დროზე კრიზისების მართვის საბჭოს შექმნა“,-აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics