|
2017-12-06 12:23:44, 1772 ნახვა
საზოგადოება
ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია-დეგუსტაციები ტოკიოსა და ოსკანაში გაიმართა
ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია-დეგუსტაციები ტოკიოში და ოსაკაში გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში უძღვებოდა. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ ღონისძიებას იაპონიაში საქართველოს ელჩი ლევან ცინცაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ანდრო ასლანიშვილი და თავმჯდომარის მრჩეველი დავით ტყემალაძე დაესწრნენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ღვინის პრეზენტაცია-სემინარს ადგილობრივი სომელიეები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ შემდეგი კომპანიების ღვინოები: „შატო მუხრანი“, „ფაფარი ველი“, „იბერიული“, „ლაგვინარი“, „გიუაანი“, „ორგო“ და „მეღვინეობა ხარება“. ტოკიოში გამართულ დეგუსტაციას კენიჩი ოჰაშისთან ერთად ასევე უძღვებოდა იაპონელი სომელიე ჰიროში იშიდა, ხოლო ოსაკაში - სომელიე სატორუ მორი. იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთ მზარდ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, ამ ქვეყანაში ექსპორტირებულია 155 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 8%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, კენიჩი ოჰაში ქართული ღვინის ბაზრის კვლევის მიზნით საქართველოს მიმდინარე წელს ორჯერ ეწვია. ამასთან ერთად, კენიჩი ოჰაშის ავტორობით იაპონურ ჟურნალის - „Sommelier” ბოლო ორ ნომერში და ჟურნალ „WANDS“-ში ქართული ღვინის შესახებ სტატიები დაიწერა. (NS)
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)