19:19 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-06 10:15:34, 1728 ნახვა

საზოგადოება
პროექტის „მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში" მიმდინარეობა სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს

„მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში"  - სამუშაო შეხვედრაზე პროექტის მიმდინარეობა და  მიღწეული შედეგები  განიხილეს.  

 სამუშაო შეხვედრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ  გახსნა. მან  პროექტის წარმომადგენლებს ეფექტიანი და წარმატებული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო  პროექტს  "მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში" 2015 წლიდან  შვედეთის კარტოგრაფიის, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის ორგანოსთან  (Lantmäteriet)  თანამშრომლობით ახორციელებს.  პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ ფინანსდება და მისი მიზანი ქვეყანაში უძრავი ქონების სექტორის განვითარება, ინფორმაციისა და  სერვისების  სანდოობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.

სამუშაო შეხვედრაზე ეროვნული სივრცითი ინფრასტრუქტურის შექმნის პროექტის ფარგლებში (NSDI)   შემუშავებული საქართველოს გეოპორტალის  0.1 ვერსიის ჩვენებაც გაიმართა.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics