|
2017-12-05 17:23:24, 1996 ნახვა
საზოგადოება
ზვიად მიხანაშვილი და სოფიო კილაძე N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებას ესტუმრნენ
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე კომიტეტის წევრებთან ერთად N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებას ესტუმრნენ. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ზვიად მიხანაშვილი და სოფიო კილაძე არასრულწლოვან მსჯავრდებულებს 2012 წლის შემდეგ პენიტენციურ სისტემაში გატარებულ რეფორმებზე ესაუბრნენ. ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია მსჯავრდებულებს ღირსეული პირობები შეუქმნან, განათლების შესაძლებლობა მისცენ, რათა მათ დაწესებულება გარკვეული პროფესიული ცოდნით დატოვონ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ვრცლად ისაუბრა საკანონმდებლო კუთხით გატარებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, მათ შორის სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციასა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე. სოფიო კილაძემ აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული პროგრესი უპრეცედენტოა. „მძიმეა, ასეთი ახალგაზრდების ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ვფიქრობ, სახელმწიფო და სრულიად საზოგადოება ერთად უნდა დავდგეთ, რათა ბავშვები დაკავებულები იყვნენ განათლებით, სპორტით, ჯანსაღი ცხოვრების წესით და ნაკლები შეხება ჰქონდეთ დანაშაულებრივ პროცესებთან. მადლობას ვუხდი მინისტრ კახა კახიშვილს, მის მოადგილეს და მთელ გუნდს, რომლებიც მუდმივად შრომობენ დაწესებულებებში ღირსეული პირობების შესაქმნელად. არსებული ვითარება იმის შედეგიცაა, რომ 2012 წლის შემდეგ ბევრი კანონპროექტი იქნა პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერილი,“-განაცხადა სოფიო კილაძემ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო კვლავ განაგრძობს მუშაობას მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია/რესოციალიზაციისა და მათი პირობების გაუმჯობესების კუთხით. (NS)
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)