|
2015-05-07 19:40:13, 341 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძის შეფასებით, პრემიერი „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტების განხორციელებას იბრალებს
საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ვაშაძის შეფასებით, პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტების განხორციელებას იბრალებს. ამის შესახებ ვაშაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც საპარლამენტო უმცირესობა მთავრობის მეთაურს და მინისტრთა კაბინეტის წევრებს ხვდება. „არ გრცხვენიათ, როცა ლილოში არქივის გახსნაზე საუბრობთ, რომელიც პირადად მე გავხსენი?! სირცხვილია, როდესაც სოფლებში იუსტიციის სახლების გახსნაზე საუბრობთ, 20 პროექტიაო უკვე გაკეთებული. 20–დან 15 იყო გახსნილი და აქედან უმეტესობა პირადად ჩემი გახსნილია. როცა საუბრობთ ლაზიკის პორტზე, რაც ვირტუალურ პროექტად აქციეთ თქვენ, დღეს ის აშენებული იქნებოდა და გემებს მიიღებდა ლაზიკაში, თითქმის 3 წელია ამ პროექტებზე საუბრობთ და არაფერი გაგიკეთებიათ. არ გრცხვენიათ, როდესაც მოზიდულ ინვესტიციებზე საუბრობთ,როცა ამ ინვესტიციების უმრავლესობა 2012 წლის ოქტომბრამდეა მოზიდული. არც ერთი მსხვილი საინვესტიციო პროექტი არ დაგიწყიათ თქვენ“, – აღნიშნა ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)