17:15 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-04 20:13:15, 2405 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინელ ინვესტორთა ჯგუფს მსხვილი საინვესტიციო პროექტები გააცნო

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის დასრულებიდან რამდენიმე დღეში, საქართველოს ჩინეთიდან პოტენციურ ინვესტორთა წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია, რომელთაც საქართველოში რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებისინტერესი გამოხატეს.

პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრისას, მათ საკუთარ წინადადებებზე ისაუბრეს და მოისმინეს დეტალური ინფორმაცია საქართველოს მსხვილი საინვესტიციო პროექტების შესახებ ქვეყნის ლოგისტიკურ და ენერგეტიკულ სექტორებში.

„ჩინელ ინვესტორთა ჯგუფმა გამოხატა დიდი ინტერესი, საქართველოში თავისუფალ ინდუსტრიულ და ეკონომიკური ზონაში განახორციელოს ინვესტიცია. საუბარია რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის კაპიტალზე,“ - ამის შესახებ  პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ჩინელ ინვესტორებს ინდუსტრიული ზონის მშენებლობა აქვთ დაწყებული ომანის სასულთნოში, სადაც ჩინეთის სახელმწიფო ინვესტიციის მოცულობამ 10 მლრდ აშშ დოლარს უნდა მიაღწიოს. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ჩინელ ინვესტორებთან კონკრეტული პროექტების განხილვა უახლოეს მომავალში დაიწყება.  

შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე თორნიკე რიჟვაძე. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics