18:11 - 07 Jul, 2026
|
2017-12-03 18:26:51, 2527 ნახვა
საზოგადოება
51-ე საჯარო სკოლასთან სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს
თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. რიგითი მოქალაქეები, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები, 51-ე სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები სანთლებით და ყვავილებით ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შედეგად დაღუპული მოზარდების ხსოვნას პატივს მიაგებენ. აქციის მონაწილეები გმობენ ძალადობას. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ მომხდარი ფაქტი დროულად გამოიძიონ. ცნობისთვის, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის შელაპარაკების დროს ორი მოზარდი დაჭრეს, რომელთაგან ერთი იმავე დღეს, საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე გუშინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.
ფოტო:მარიამ გეგუჩაძე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)