|
2017-12-01 13:36:26, 1926 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ზღვაზე დევნილთა ჩასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა
თბილისის ზღვაზე არსებულ დევნილთა ჩასახლებებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ე.წ. კადეტთა კორპუსებში სადარაბაზოების რემონტი დასრულდა. შესრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა. „კომპაქტურ ჩასახლებებში ვცდილობთ მეტი და მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელოთ. ე.წ კადეტთა კორპუსებში მოვაწესრიგეთ სადარბაზოები, მოვაწყეთ საბავშვო გასართობი მოედანი. კიდევ არის გარკვეული საყოფაცხოვრებო პრობლემები და ეტაპობრივად მოვაგვარებთ ამ საკითხებსაც,“ - განაცხადა გამგებელმა. დევნილთა ჩასახლების მე-3 და მე-4 კორპუსების სადარბაზოების რემონტისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 47 326 ლარი გამოიყო. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)