|
2017-11-30 20:00:23, 1986 ნახვა
საზოგადოება
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, შსს-მ 17 მაისს დაზარალებულებს მორალური ზიანი უნდა აუნაზღაუროს
უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა წინა ინსტანციების გადაწყვეტილება და შინაგან საქმეთა სამინისტრო 2013 წლის 17 მაისს აქციის მონაწილეებისათვის მორალური კომპენსაციის გადახდით დაავალდებულა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ (WISG) ავრცელებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საჩივარი, სააპელაციო სასამართლოს მიერ „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ (WISG) ადმინისტრაციულ საქმეზე გამოტანილი განჩინების გაუქმების თაობაზე, არ დააკმაყოფილა. "განჩინებაში ვკითხულობთ: „მართალია, აქციის ჩატარების ადგილას იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, თუმცა აქციის ტერიტორიაზე პოლიციის მობილიზება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ უზრუნველყო პირთა კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების დაცვა. საზოგადოებაში არსებული ნეგატიური დამოკიდებულების ფონზე, შესაძლებელი იყო რისკების სათანადო შეფასება და საქართველოს შინაგან სამინისტროს, რომლის ვალდებულებაცაა დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, უნდა გამოეყენებინა მის ხელთ არსებული, კანონით მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა უზრუნველეყო მოსარჩელეთა დაცვა ღირსებისა და პატივის შემლახველი ქმედებებისგან, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისგან.“ ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი მადლობას უხდის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას საქმის წარმოების დროს გაწეული სამართლებრივი დახმარებისთვის", - წერს ორგანიზაცია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)