08:57 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-30 18:08:54, 1632 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი: თითოეული მოქალაქე, რომელიც წყნარად უყურებს ქალთა მიმართ ძალადობას, ამ ძალადობის თანამონაწილეა

 საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულის ფარგლებში, დღეს ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ცენტრს ესტუმრნენ და ბენეფიციარები მოინახულეს.

პრეზიდენტსა და პირველ ლედის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო შავლაყაძემ უმასპინძლა.

გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ ის პრობლემები მოისმინეს, რომელიც ცენტრს საქმიანობის პროცესში ექმნება.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ცენტრის ბიბლიოთეკას წიგნების ფონდს შეუქმნის და სამომავლოდ, ცენტრის საჭიროებებიდან გამომდინარე მის დახმარებას გააგრძელებს.

პრეზიდენტი და პირველი ლედი გაესაუბრნენ ბენეფიციარებს და ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული ვითარება განიხილეს.

როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო შავლაყაძემ აღნიშნა, ეროვნული ქსელი 2003 წლიდან მუშაობს და საქართველოს მასშტაბით, 10 რეგიონულ კომიტეტსა და 6 ქვეკომიტეტს აერთიანებს. ორგანიზაცია ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს სამართლებრივ დახმარებას, ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციასა და თავშესაფრის მომსახურებას სთავაზობს.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცენტრის ხელმძღვანელს ნატო შავლაყაძეს საზოგადოებაში ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის საქმეში შეტანილი მრავალწლიანი წვლილის, სასარგებლო და წარმატებული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გააგრძელებს იმ ადამიანების დახმარებას, ვინც ქალბატონი ნატასავით თავისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით სხვათა დაცვას ახორციელებს.

,,ჩვენ უნდა გავუსწოროთ თვალი იმას, რომ საქართველოში ქალებზე ძალადობა ფაქტია, ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია და ვერანაირი თავის მოტყუება, თითქოს ეს არ ხდება ჩვენს გვერდით, ვერარანაირი განცხადებები ამას არ გადაფარავს.

ჩვენ ამ რეალობაში ვცხოვრობთ და თითოეული მოქალაქე, რომელიც ამას წყნარად უყურებს, რომელიც არ რეაგირებს, რომელსაც თავისი წვლილი, თუნდაც თანაგრძნობის სახით არ შეაქვს, ამ ველურობის დათრგუნვაში, გარკვეულწილად, თანამონაწილეები ვართ იმ ტრაგიკული ისტორიების, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება.

ჩვენ ყოველთვის ამაზე ვაკეთებდით აქცენტს და მომავალშიც ძალიან აქტიურად გავაძლიერებთ ამ სენის წინააღმდეგ ბრძოლას და იმ ადამიანების დახმარებას, ვისაც თავისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით სხვათა დაცვას ახორციელებს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ცენტრი საკუთარ ბენეფიციარებს, სხვადასხვა ტრენინგების ფარგლებში, ახალი პროფესიის შესწავლაში ეხმარება, რომელიც შემდგომში მათ დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებაში დაეხმარება.

ცენტრში ამჟამად მიმდინარეობს ,,ქათერინგის" კურსი, რომელსაც ცნობილი მზარეული მანუელი ხელმძღვანელობს და ბენეფიციარებს კულინარიას და მზარეულობას ასწავლის.

ცენტრის ბენეფიციარებთან შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი ესწრებოდნენ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics