07:44 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-30 11:53:20, 2158 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერის დავალებით, ქვეყანაში არსებული შენობა-ნაგებებობების მონიტორინგი დაიწყება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, ქვეყანაში არსებული შენობა-ნაგებებობების მონიტორინგი დაიწყება.

როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, განსაკუთრებით ეს ეხება საბავშვო ბაღებს, სკოლებს, სასტუმროებსა და ისეთ შენობებს, სადაც ერთდროულად ბევრი ადამიანი იყრის თავს.

პრემიერის თქმით, უნდა შემოწმდეს შენობებში არსებული ვითარება, რათა საგანგებო სიტუაციების დროს, მძიმე შედეგი თავიდან იქნას აცილებული.

 „უცილებლად უნდა დავიწყოთ არსებული შენობა-ნაგებობების მონიტორინგი ამ მიმართულებით, თუ გნებავთ, აღრიცხვა. განსაკუთრებით ეს ეხება საბავშვო ბაღებს, სკოლებს და, რა თქმა უნდა, სასტუმროებს და ისეთ შენობებს, სადაც ერთდროულად ბევრი ადამიანი იყრის თავს.ასევე უნდა ინახოს, რამდენად უზრუნველყოფილია თავისუფალი მოძრაობა ადამიანების ასეთი ტიპის საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში. მოგიწოდებთ, მაქსიმალურად მოკლე ვადაში ჩავატაროთ სამუშაო, თუ რა არის გასაკეთებელი ამ მიამრთულებით. იცით, რომ მომავალი წლისთვის, საგანგებო სიტუაციებისთვის და შესაბამისი სამსახურებისთვის 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული და მათი აღჭურვაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენ მაქსიმალურად ეფექტური ვიყოთ ასეთ სიტუაციებში. მოგეხსენებათ, 2015 წელს პირველად გავამკაცრეთ რეგულაციები სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით და 2016 წელს მივიღეთ დადგენილება და ორი ეტაპი გავაკეთეთ გამკაცრების ამ მიმართულებით. მოგიწოდებთ, მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ზედმიწევნით შევასრულოთ ის მოთხოვნები, რომელიც გაწერილია ამ შესაბამის ნორმატიულ აქტებში“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics