17:01 - 07 Jul, 2026
|
2017-11-30 10:29:57, 1844 ნახვა
საზოგადოება
დავით სერგეენკო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს შეხვდა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულ დირექტორს ჟუჟანა ჯაკაბს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე ქვეყნისა და გლობალური ჯანდაცვის სისტემის განვითარების პერსპექტივებზე, თანამშრომლობის გაღრმავების გზებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს. მათივე ცნობით, შეხვედრის მიწურულს, გაწეული თანამშრომლობისთვის დავით სერგეენკომ ჟუჟანა ჯაკაბი მედლით დააჯილდოვა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი თბილისში ორგანიზაციის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომის ფარგლებში იმყოფებოდა. საქართველომ კომიტეტის სხდომას თავმჯდომარის რანგში უმასპინძლა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)