|
2017-11-29 18:49:39, 1451 ნახვა
სამხედრო
საქართველოს აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაცია ეწვია
საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ გვარდიას აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაცია ეწვია. დელეგაციის წევრებს გენერალ-მაიორ ჯოზეფ ჯერარდის ხელმძღვანელობით, ეროვნული გვარდიის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ჭუმბურიძემ უმასპინძლა. ოფიციალური დახვედრის ცერემონია, რომელსაც საქართველოს ეროვნული გვარდიის შტაბის წარმომადგენლები და ამერიკელი სტუმრები დაესწრნენ, დაღუპული გვარდიელების ხსოვნის მემორიალის გვირგვინით შემკობით დაიწყო. მოგვიანებით, გენერალ-მაიორმა ჯოზეფ ჯერარდმა ეროვნული გვარდიის უფროსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. პოლკოვნიკმა ირაკლი ჭუმბურიძემ სტუმრებს საქართველოს ეროვნულ გვარდიაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო მომავალი თანამშრომლობის საკითხებს. ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაცია საქართველოში ორდღიან ვიზიტს დღეს ასრულებს. გენერალ-მაიორმა ჯოზეფ ჯერარდმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან შეხვედრა უკვე გამართა. გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ის თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „გენერალი მაზნიაშვილი“ დააჯილდოვა. საქართველოს ეროვნული გვარდია აშშ-ის არმიის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან 1993 წლიდან თანამშრომლობს. (NS)
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)