14:45 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-26 17:43:35, 2041 ნახვა

საზოგადოება
ლევან იზორია დაღუპული სპეცრაზმელის დაკრძალვას დაესწრო

თბილისში, სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელი, ივანე გოლაშვილი დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ძმათა სასაფლაომდე ლევან იზორია პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან, მთავრობის წევრებთან და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ქაშვეთის ტაძარში ივანე გოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა. თავდაცვის მინისტრმა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 21-22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციისას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 თანამშრომელი დაიღუპა, დაიჭრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2 და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 თანამშრომელი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი ლიკვიდირებული, ხოლო 1  დაკავებულია.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics