06:16 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-25 03:32:39, 2167 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: დაისჯება ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ ტრაგედიაში

"დაისჯება ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ ტრაგედიაში, - ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადებაში ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირბეით. 

გიორგი კვირიკაშვილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს და მომხდარს დიდ ტრაგედიას უწოდებს.

„ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია და დაშავებულები გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებებში - მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მაშველმა-მეხანძრეებმა ურთულეს ვითარებაში შეძლეს ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. მადლობა თითოეულ მათგანს თავდადებული სამსახურისთვის. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რომ მოხდეს გამომწვევი მიზეზების სწრაფად დადგენა. ამას მოყვება უმკაცრესი რეაგირება და დაისჯება ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ ტრაგედიაში. დღეს ჩვენ ყველანი ვდგავართ დაღუპულთა ოჯახსების და ახლობლების გვერდით“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 11 ადამიანი.  20 დაშავდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics