13:31 - 07 Jul, 2026
|
2017-11-24 22:55:52, 2174 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში სასტუმრო ლეოგრანდში ხანძრის შედეგად, ათი ადამიანი დაშავდა
ბათუმში სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად, ათი ადამიანი დაშავდა. როგორც "ექსპრესნიუსს" აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლიზა თედორაძემ განუცხადა, დაშავებულთაგან ორს მოტეხილობები აღენიშნება. ამასთან ყველა დაზარალებული აჭარის სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებებში, მათ შორის "აჭარის რეფერალურ საავადმყოფოში" მედცენტრში და მედინაში არიან გადაყვანილები. სტაციონარში გადაყვანილია, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ხანძარს რომელიც ბათუმში სასტუმრო "ლეოგრანდში" ორი საათი წინ გაჩნდა 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლმოკიდებული სასტუმროდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)