|
2017-11-22 20:18:23, 2110 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე სპეცოპერაციის ადგილზე იმყოფებოდა
თბილისის მერი კახა კალაძე ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ სპეციალური ოპერაცია ჩატარდა. დედაქალაქის მერი ადგილზე არსებულ სიტუაციას გაეცნო და დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. "მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახსა და ახლობლებს. რაც შეეხება არსებულ სიტუაციას, უკვე გავაკეთეთ განცხადება და ოჯახებმა, ვისაც საცხოვრებელი ფართების პრობლემა აქვთ, უნდა მიმართონ ისნის გამგეობას, ან დაუკავშირდნენ თბილისის მერიის ცხელ ხაზს. ჩვენ საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ. შესაბამისად, საცხოვრებელი ფართით ყველა ადამიანი დაკმაყოფილდება", - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, არსებული ვითარების შესახებ დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას შესაბამისი სამსახურები მიაწვდიან. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)