|
2017-11-22 15:34:05, 1781 ნახვა
საზოგადოება
Welcome to Georgia! 6 დეკემბერს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მესამე ცერემონია გაიმართება
6 დეკემბერს, რუსთაველის თეატრში Welcome to Georgia!ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მესამე ოფიციალური ცერემონია გაიმართება, სადაც ტრადიციულად გამოვლინდება გამარჯვებულები 20 განსხვავებულ ნომინაციაში. საქართველოს ბანკი უკვე მეორე წელია პროექტის ოფიციალური მხარდამჭერია. ბანკის და პროექტის პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნა ორი ნომინაცია:„წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით“ და „საუკეთესო ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში“.ორივე ნომინაციაში გამარჯვებულს საქართველოს ბანკი განსაკუთრებულ საჩუქარს უმზადებს. “Welcome to Georgia!“-ს პროექტში წელს მონაწილეობა 270 ნომინანტმა მიიღო, რომელთა შორის არიან საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიები, საქართველოს ყველა რეგიონიდან: სასტუმროები, ტურისტულისააგენტოები, ღონისძიებები და ფესტივალები, რესტორნები და კაფეები, ღვინის კომპანიები,მოგზაური ფოტოგრაფები და სხვა...თითოეული ნომინანტი საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიის მიხედვით შეაფასა დაჯილდოების დამოუკიდებელმა ჟიურიმ, რომლებიც საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმისა და მომსახურეობის ბაზრის პროფესიონალებისგან შედგებოდა. შესაფასებელი კატეგორიები თითოეულ ჟიურის წევრს განაწილებული ჰქონდა თავისი პროფესიული საქმიანობის მიხედვით. წელს ორგანიზატორებმა დანერგეს სიახლე, „მრგვალი მაგიდის“ ფორმატის შეხვედრები ჟიურის წევრებთან სადაც განიხილებოდა შეფასების პროცესები.პროექტის გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის გარანტად,უკვე მესამე წელია, ჟიურის შეფასებას ინდივიდუალურად ყველა ნომინანტისთვის ითვლის და აჯამებს პროექტის დამოუკიდებელი აუდიტორი „ბიდიო საქართველო“ და ავლენს ფინალისტებს და გამარჯვებულებს თითოეულ ნომინაციაში, რომელთა ვინაობაც ცნობილი გახდება 6 დეკემბერს, რუსთაველის თეატრში Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მესამე ოფიციალური ცერემონიაზე. დაჯილდოების ცერემონია დახურული ღონისძიებაა, რომელსაც დაესწრება 650-მდე სტუმარი: პროექტის ნომინანტები და პარტნიორები, სახელმწიფოსექტორი, ბიზნეს სექტორი, საერთაშორისო და ადგილორივი მედია. ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მთავარი მიზანია, ხელი შუწყოს საქართველოში ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე. მესამე წელია პროექტის თანაორგანიზატორია - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; ოფიციალური მხარდამჭერი - თბილისის მერია; გენერალური სპონსორი - ალიანს ჯგუფი;
(R)
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)