08:58 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-06 15:28:26, 744 ნახვა

პოლიტიკა
ბრუნო ბალვანერა: საქართველო რეფორმების კარგი შემსრულებელია

„საქართველო რეფორმების კარგი შემსრულებელია და ის რეგიონის მაგალითია, თუ როგორ  უნდა გაკეთდეს ბევრი რაღაც“, - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერამ EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

ბალვანერას განცხადებით, საქართველოს ყველა პირობა აქვს, რომ EBRD-ის ყოველწლიურ ღონისძიებას უმასპინძლოს.

„ორი წლის დავიწყეთ საუბარი იმაზე, რომ  EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა საქართველოში ჩატარებულიყო. ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ყველა პირობა აქვს იმისათვის, რომ ჩვენ გვიმასპინძლოს. საქართველო რეფორმების კარგი შემსრუებელია და ის რეგიონის მაგალითია, თუ როგორ  უნდა გაკეთდეს ბევრი რაღაც“, - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.

სამხრეთ კავკასიაში EBRD-ის დირექტორის თქმითვე, დაგეგმილი ღონისძიება საქართველოსათვის ახალი საფეხური იქნება, რომ საერთაშორისო ინვესტორები მოიზიდოს.

შეგახსენებთ, თბილისში EBRD-ის  ყოველწლიური შეხვედრა 13-15 მაისს გაიმართება და მის ფარგლებში, 60-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია და 1500-მდე ბიზნესმენი ჩამოვა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი, სერ სუმა ჩაკრაბარტიც ეწვევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა ჩინეთის სანქციებისთვის
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics