11:20 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-21 10:18:32, 1925 ნახვა

საზოგადოება
კოსტავას ქუჩაზე პარკინგისთვის „ჯიბის“ მოწყობა მიმდინარეობს

კოსტავას ქუჩაზე, ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კორპუსისა და „მაკდონალდსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, პარკინგისთვის „ჯიბის“ მოწყობა მიმდინარეობს. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

"ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ნიუ როუდ გრუპმა“ მერიის შეკვეთის შესრულებისას შეცდომა დაუშვა, რა დროსაც, ასფალტის საფარის პირველი ფენა უშუალოდ ხეების ირგვლივ დააგო. მას მწვანე ნარგავების ასფალტის საფარისგან სასწრაფოდ გათავისუფლების მითითება მიეცა, რაც უმოკლეს ვადებში შესრულდა. აღნიშნულ პროცესში ხეები - როგორც შტამბები, ასევე  ფესვები არ დაზიანებულა.
 
კოსტავას ქუჩა N71-ის მიმდებარედ პარკინგის „ჯიბის“ მოწყობა ქვეითთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გადაწყდა. ადრე, იქ ავტომობილები პირდაპირ ტროტუარზე ჩერდებოდნენ, რითაც ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება მოუხერხებელი და საფრთხის შემცველი იყო. ხეებს შორის არ იყო მწვანე ნარგავები ან გაზონი. ამიტომ, ავტომანქანების პარკირების ადგილის ცივილურად და უსაფრთხოების ნორმების დაცვით მოწყობა ერთი მხრივ, ქვეითთა კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს და მეორე მხრივ, მძღოლების ინტერესებსაც ითვალისწინებს.
 
საპარკინგე ადგილი გზის დონეზე ეწყობა და იგი ტროტუარისგან ბორდიურით არის გამიჯნული. ქვეითთათვის ძირითად პერიმეტრზე შენარჩუნებულია შვიდი მეტრის სიგანის ტროტუარი, ხოლო ტექნიკური ინივერსიტეტის შენობის გასწვრივ - სამი მეტრის სიგანის. კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ხეების ბორდიურებით შემოსაზღვრაა გათვალისწინებული, რაც უკვე შესრულებულია. პარკინგი 45-გრადუსიანი კუთხით განთავსებულ მინიმუმ 43 ავტომობილს დაიტევს. სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება",-ნათქვამია მერიის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics