04:53 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-17 16:19:45, 2284 ნახვა

პოლიტიკა
დავით სერგეენკო ომბუდსმენთან დაკავშირებით თეა წულუკიანის განცხადებას იზიარებს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, იუსტიციის მინისტრის მოსაზრებას სახალხო დამცველთან დაკავშირებით იზიარებს.

მინისტრი მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვის შეტანა მიუღებელია.

"იუსტიციის მინისტრმა გააკეთა ძალიან მკაფიო და ნათელი განცხადება, რომ არავის არ აქვს უფლება, მათ შორის სახალხო დამცველს, რომ ეჭვი შეიტანოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში, გააკრიტიკოს და მისი მოსაზრება დააყენოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე უფრო მაღლა. ეს უბრალოდ მიუღებელია და მე აბსოლუტურად ვუერთდები ჩემს კოლეგას", - განაცხადა სერგეენკომ.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის "საქართველოს ისტორიაში პირველი უსამართლო ომბუდსმენი" უწოდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics