14:03 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-17 15:50:11, 1800 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: მოსამართლის უვადოდ დანიშვნა მის კანონით დადგენილ ასაკამდე გამწესებას გულისხმობს

პარლამენტის თავმჯდომარემ, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ, კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვისას, მოქალაქის კითხვაზე საპასუხოდ განმარტა, თუ რა იგულისხმება მოსამართლის უვადოდ დანიშვნაში - მისი გამწესება სიცოცხლის ბოლომდე, თუ საპენსიო ასაკამდე.

კობახიძის თქმით, უვადოდ დანიშვნა არა სიცოცხლის ბოლომდე, არამედ კანონით დადგენილ ასაკამდე მუშაობას გულისხმობს:

"იგულისხმება კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. შეიძლება იყოს განსაზღვრული შესაბამისი საპენსიო ასაკი კანონის დონეზე",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კიდევ ერთი შეკითხვა ეხებოდა იმას, თუ რატომ ირჩევა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 10 წლით მაშინ, როდესაც უზენაესი სასამართლოს რიგითი მოსამართლე უვადოდ ინიშნება.

კობახიძის განმარტებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის 10 წლით არჩევა ხდება იმ მიზნით, რომ  არ ჩაიკეტოს სასამართლო სისტემა და ერთმმართველობის ნიშნები არ გაჩნდეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics