|
2017-11-13 16:24:32, 1738 ნახვა
საზოგადოება
საგარეო უწყება ირანსა და ერაყში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ირანსა და ერაყში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველო ირანელ და ერაყელ ხალხს თანადგომას უცხადებს. "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2017 წლის 13 ნოემბერს ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და ერაყის რესპუბლიკაში მომხდარ მძლავრ მიწისძვრასთან დაკავშირებით, რომელმაც იმსხვერპლა მრავალი ადამიანის სიცოცხლე და გამოიწვია ნგრევა, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი დაშავდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ მძიმე წუთებში თანადგომას უცხადებს ირანელ და ერაყელ ხალხს, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს", - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ირანისა და ერაყის საზღვარზე გუშინ მიწისძვრა მოხდა, რომლის შედეგადაც 350-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 4 ათასი ადამიანი კი, დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)