|
2017-11-12 11:24:18, 2209 ნახვა
პოლიტიკა
ოზურგეთში საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრული გამოიძახეს
ოზურგეთის 43-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. „საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების“ წარმომადგენელის ფიქრია მამარდაშვილის მტკიცებით, მან უბნის გარეთ შეამჩნია აგიტატორები, რომლებსაც ამომრჩევლის სიები აქვთ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, როგორც თავად ამბობს, გამოიძახა პატრული. მამარდაშვილის განმარტებით, ადგილზე მისულმა პოლიციის წარმომადგენელმა მისთვის კამერის წართმევა სცადა და ხელითაც შეეხო. „ოზურგეთის 43-ე უბანზე დეპუტატს ჰყავს თავისი აგიტატორები, გვაქვს სიები დაფიქსირებული, ამ ფაქტთან დაკავშირებით დავრეკეთ პატრულში, მოვიდა ლანჩხუთის პოლიციის უფროსი, პოლიციამ იმის მაგივრად, რომ გაენეიტრალებია სიტუაცია, ჩემზე მოახდინა ზეწოლა. ხელითაც შემეხო, სცადა კამერის წართმევა, დამიხურა, რომ არ გადამეღო“,-აღნიშნა ფიქრია მამარდაშვილმა. მან ჟურნალისტებს აღნიშნულის ამსახველი ვიდეო, ან ფოტომასალა არ აჩვენა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)