|
2015-05-05 18:58:33, 453 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამეფოს დელეგაცია ესტუმრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოებისა და სამართლიანობის ჯგუფის უფროსს დევიდ კლარკსა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის სამხედრო ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ნიკ ვილკესს შეხვდა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის სპეციალური მრჩეველი სტივენ გლოვერიც დაესწრო. მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა სტუმრებს სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრის ერთ-ერთ თემას უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხი წარმოადგენდა. საუბრისას აღნიშნულ პროცესში დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაესვა ხაზი. „დიდ ბრიტანეთთან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ისევე, როგორც ზოგადად, ქართულ სახელმწიფოს უკვე ძალიან ბევრი წელია ქმედითი, აქტიური თანამშრომლობა აქვს. თავდაცვის სფეროში ბრიტანელების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ისინი ნატოს უელსის სამიტის პაკეტის განხორციელების ერთ-ერთ კომპონენტში ლიდერის პოზიციებზე არიან“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა. ბრიტანულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. „ქართველ მეგობრებს ყველანაირად დავეხმარებით შესაძლებლობის ფარგლებში და გავაგრძელებთ თანამშრომლობას. განვიხილეთ საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევებიც. მინისტრისგან მოვისმინეთ მისი პრიორიტეტები და საწყის ეტაპზე თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები დავსახეთ. მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაგრძელებას და ახალი იდეების რეალიზებას, რომელიც საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებაში დაეხმარება“, -განაცხადა ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკ ვილკესმა. თავდაცვის მინისტრმა ყურადღება თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციის, რესურსების მართვის, თავდაცვის პოლიტიკის გაუმჯობესებისა და შეიარაღებულ ძალებში კვების საკითხებს დაუთმო. მან, ასევე, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სამხედრო განათლების საკითხებში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. ორმხრივი შეხვედრისას, მხარეებმა ბრიტანეთის მაღალი დონის სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლების საქართველოში დაგეგმილი ვიზიტების შესახებაც ისაუბრეს. მათ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს.
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა ჩინეთის სანქციებისთვის
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)