|
2017-11-10 15:16:51, 2859 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივი ახალ სტუდენტურ სამეცნიერო-კვლევით პროექტს იწყებს
მეცნიერების საერთაშორისო დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი კიდევ ერთი სამეცნიერო პროექტით აღნიშნავს. საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ფარგლებში ეროვნული არქივი იწყებს სტუდენტურ სამეცნიერო-კვლევით პროექტს საქართველოს პირველი რესპუბლიკის თემაზე. პროექტის მიზანია სტუდენტებმა განივითარონ სამეცნიერო კვლევის ჩვევები, დაეუფლონ საარქივო დოკუმენტებთან მუშაობის უნარებს და დაწერონ სამეცნიერო სტატია საქართველოს პირველი რესპუბლიკის თემატიკაზე. პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის ნებისმიერ სტუდენტს. ინფორმაცია მონაწილეობის პირობებისა და ვადების შესახებ იხილეთ ბმულზე: http://archives.gov.ge/ge/page/erovnuli-arqiviaxal-studentur-samecniero-kvlevit-proeqts-iwyebs პროექტის დასრულების შემდეგ ეროვნული არქივი ორ გამარჯვებულ სტუდენტს დააჯილდოვებს. გამარჯვებულები წარადგენენ საკუთარ ნაშრომებს, რომლებიც ელექტრონული ან ბეჭდური სახით გამოქვეყნდება. მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის (10 ნოემბერი) გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) 2001 წელს დააწესა და ყოველწიურად აღინიშნება. ბოლო რამდენიმე წელია ამ თარიღის აღნიშვნას საქართველოს ეროვნული არქივიც უერთდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)