|
2017-11-10 11:03:12, 1811 ნახვა
საზოგადოება
ბორჯომში ბინა 8 დევნილ ოჯახს გადაეცა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და ბორჯომის მაჟორიტარმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ბორჯომში, 8 დევნილ ოჯახს ბინების გასაღებები გადასცეს და ახალმოსახლეობა მიულოცეს. დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, დევნილი ოჯახები წლების განმავლობაში ბორჯომში, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ნგრევად ობიექტში ცხოვრობდნენ. უწყების ცნობით, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ყოფილი სანატორიუმის შენობის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო და იქ მცხოვრებ 55 ოჯახს ბინები გადასცა. დარჩენილ 8 ოჯახზე დამატებითი მოკვლევის სამუშაოები მიმდინარეობდა, რის შემდეგაც მათ საცხოვრებელი ფართები ბორჯომში, ვაშლოვანის ქუჩაზე სამინისტროს მიერ რეაბილიტირებულ შენობაში მიიღეს. ნგრევადი და სიცოცხლისთვის საშიში ობიექტების დახურვა და იქ მცხოვრები დევნილი ოჯახების განსახლება სამინისტროსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. 2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით 80-მდე ასეთი ობიექტი დაიხურა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)