|
2015-05-05 15:19:29, 941 ნახვა
ეკონომიკა
"ელიტ ელექტრონიქსმა" ამიერკავკასიაში ტექნიკის ყველაზე დიდი მაღაზია გახსნა
"ელიტ ელექტრონიქსმა" ქავთარაძის #1-ში არსებული მაღაზია გააფართოვა და ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ტექნიკის მაღაზია გახსნა. მაღაზია არა მხოლოდ მასშტაბით, არამედ უნიკალური კონცეფციით არის გამორჩეული. "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზობს ტექნიკის საუკეთესო ბრენდების ყველაზე დიდ არჩევანს საქართველოში. მაღაზიაში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრნდების-Apple-ის, Sony-ის, Samsung-ის მობილურების, Bosch-ის, Siemens-ის, Corenje-ს, Philips-ის, Acer-ისა da Lenovo-ს შოურუმები. მოგეხსენებათ, რომ "ელიტ ელექტრონიქსი" არის Apple-ის ავტორიზებული პარტნიორი საქართველოში, Bosch-ის, Siemens-ის, Corenje-ს ექსკლუზიური და ერთადერთი წარმომადგენელი. "ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიაში მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოა შექმნილი. მათ შეუძლიათ იქვე ისარგებლონ ბავშვთა გასართობი სივრცით, სადაც საშუალება ექნებათ, შვილი დატოვონ, სანამ თავად სასურველ ტექნიკას შეარჩევენ. ასევე, მაღაზიაში წარმოდგენილია "ელიტ კაფე", სადაც მომხარებელს შეუძლია მიირთვას უგემრიელესი ყავა, დაისვენოს, რითაც თავისუფლად მიიღებს გადაწყვეტილებას შენაძენზე. "ეს ობიექტი აქამდეც იყო გახსნილი, უბრალოდ, მოხდა ამ ობიექტის გაფართოება- დაემატა 800 კვადრატული მეტრი, რაც ნიშნავს, რომ ეს არის ტექნიკის ყველაზე დიდი მაღაზია საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, ეს არის ყველაზე დიდი ტექნიკის მაღაზია ამიერკავკასიაში. აქ უამრავი სხვადასხვა ბრენდია წარმოდგენილი. პირველ რიგში, ჩვენთვის მთავარია, რომ ვიყოთ ყველასთვის და ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, მოძებნოს ის პროდუქტი, რომელიც არის მისთვის ხელსაყრელი. აქ წარმოდგენილია როგორც საშუალო სეგმენტი, ასევე მაღალი სეგმენტი. აღსანიშნავია, რომ გახსნასთან დაკავშირებით იმოქმედებს სპეციალური ფასდაკლების აქციები და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ამასთან, წელს ჩვენ მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ. 1 თვის წინ ქალაქ ბათუმში გავხსენით მაღაზია და კვლავ ვგეგმავთ გაფართოებას",-განაცხადა "ელიტ ელექტრონიქსი" გენერალურმა დირექტორმა ვატო ჯობავამ. ცნობისთვის, "ელიტ ელექტრონიქსი" საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე 19 წელია მოღვაწეობს და მისი მიზანია, მიაწოდოს თანამედროვე და ხარისხიანი პროდუქცია მომხმარებელს, ასევე შეუქმნას მათ მაქსიმალურად კომფორტული გარემო ტექნიკის შესაძენად, გაუწიოს მაღალკვალიფიციური კონსულტაცია და ბაზარზე მუდამ ინოვაციური პროექტებით წარდგეს. "ელიტ ელექტრონიქსი" დღესდღეობით ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დიდი სავაჭრო ქსელითაა წარმოდგენილი. საუკეთესო პროდუქტი, ფართო და მუდმივად განახლებადი ასორტიმენტი, საგარანტიო და გაყიდვის შემდგომი მომსახურება, შეძენილი ნივთის ადგილზე მიტანა და მომსახურების მაღალი დონე-ყოველივე ეს განაპირობებს "ელიტ ელექტრონიქსის" დღევანდელ სახელსა და ადგილს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე. (რ)
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)