|
2017-11-09 18:27:05, 2027 ნახვა
საზოგადოება
უნგრელი მეღვინეები საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიას ეცნობიან
უნგრეთის სოფლის მეურნეობის კვლევისა და ინოვაციების ეროვნული ცენტრის, მევენახეობისა და მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის გაცნობის მიზნით, საქართველოს ესტუმრნენ. უნგრელი მეღვინეები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორს, ლევან უჯმაჯურიძეს და ცენტრის თანამშრომლებს შეხვდენენ და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. როგორც ლევან უჯმაჯურიძემ აღნიშნა, საქართველოს უნგრეთის მეღვინეობის ინსტიტუტთან მრავალწლიანი თანამშრომლობა საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის გაუქმების შემდეგ შეწყდა. ცენტრის დირექტორის განცხადებით, აუცილებელია თანამშრომლობის აღდგენა და ერთობლივი კვლევების განხორციელება. „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ქართული ჯიშების აღდგენა-კონსერვაციას ეწევა. ჩვენი კოლექცია მსოფლიოში ცნობილია. გარდა კულტურული ვაზისა, ჩვენს კოლექციაში დაცულია ველური ვაზის ჯიშები. ჯიღაურას ბაზაზე ქართული 460-მდე და უცხოური 350-ზე მეტი ვაზის ჯიშია, მათ შორის, რამდენიმე უნგრულიც. გვაქვს სურვილი, უფრო მეტი უნგრული ჯიში შეემატოს ჩვენს კოლექციას“, - აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ. უნგრეთის მევენახოებისა და მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა უნგრეთის მევენახეობა-მეღვინეობის პოტენციალსა და განვითარებაზე, ასევე, ინსტიტუტის საქმიანობასა და განხორციელებულ პროგრამებზე ისაუბრეს. ვიზიტის ფარგლებში, უნგრელმა სტუმრებმა ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზა დაათვალიერეს, ღვინის ქარხნები მოინახულეს, კახეთისა და იმერეთის რეგიონს ესტუმრნენ და აგრარული და ტექნიკური უნივერსიტეტების მეღვინეობის სპეციალისტებთან შეხვედრები გამართეს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)