|
2015-05-05 14:35:26, 391 ნახვა
პოლიტიკა
ხმალაძის განმარტებით, მთავრობა მოვალეობის შემსრულებელი ნდობის ორჯერ გამოუცხადებლობის შემთხვევაში იქნება
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, მთავრობა მოვალეობის შემსრულებელი გახდება, თუ მას პარლამენტი ნდობას ორჯერ არ გამოუცხადებს. როგორც მან პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა, თუ პლენარულ სხდომაზე მთავრობა სულ მცირე 74 დეპუტატის მხარდაჭერას ვერ მიიღებს, 30 დღის ვადაში ნდობის მეორედ გამოცხადებას უნდა ეყაროს კენჭი. „ნდობის ხელმეორედ გამოცხადება შესაძლოა მოხდეს მეორე დღეს ან, 30 დღის განმავლობაში ნებისმიერ დღეს“, - აღნიშნა ხმალაძემ. მისივე თქმით, თუ აღმასრულებელი ხელისუფლება მეორე კენჭისყრაზე ვერ მიიღებს ნდობას, ამის შემდეგ მთელი მთავრობა, პრემიერ-მინისტრის ჩათვლით, მოვალეობის შემსრულებელი იქნება. „მთავრობა მეორე კენჭისყრაზე ნდობას თუ მიიღებს, ის იქნება სრულუფლებიანი მთავრობა და თავის მუშაობას გააგრძელებს. თუ მეორედაც ვერ მიიღებს ნდობას, ამის შემდეგ მთელი მთავრობა, პრემიერ-მინისტრის ჩათვლით, მოვალეობის შემსრულებელი იქნება ახალი მთავრობის შექმნამდე“, - განმარტა ხმალაძემ. ახალი მთავრობის შექმნის პროცესში, დეპუტატის განცხადებით, პარლამენტის სულ ცოტა 2/5-მა პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა უნდა წარუდგინოს, რომელსაც პრეზიდენტი პარლამენტს უკან წარუდგენს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა კი, უნდა შეადგინოს მთავრობა და სამთავრობო პროგრამა, რომელიც პარლამენტს ნდობის მისაღებად უნდა წარუდგინოს. „ორჯერ ნდობის გამოცხადებაზე უარის შემდეგ დაიწყება ახალი მთავრობის შექმნის პროცესი. შესაძლოა ეს იყო იგივე პრემიერ-მინისტრი, შესაძლოა ეს იყოს სხვა პრემიერი მთავრობის სხვა წევრებით. თუ ამ მთავრობამაც ვერ მიიღო ნდობა, მაშინ პრეზიდენტი ვალდებულია სამი დღის განმავლობაში დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)