|
2017-11-08 10:49:50, 1757 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთი, როგორზეც ილია ოცნებობდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოქალაქეებს ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილეს ულოცავს. „მინდა, ყველას მოგილოცოთ უდიდესი ეროვნული მოღვაწის, ქართველთა განმანათლებლის, ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილე. მთავრობის ორგანიზებით, ამ იუბილესთან დაკავშირებით, თბილისში, საგურამოსა და ყვარელში სადღესასწაულო კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართება. ღონისძიებები იმართება სათაურით, „ილია - ჩვენი თანამედროვე". ეს სიტყვები ნამდვილად ასახავს ამ უდიდესი ეროვნული მოღვაწის არსს და მასშტაბურობას, ვინაიდან არ არსებობს ნებისმიერი, თუნდაც დღევანდელი ეროვნული პრობლემა, რომლის ამონახსნიც ვერ ამოიკითხება ილიას ნააზრევში. კიდევ ერთხელ მინდა, მოგილოცოთ ამ უდიდესი მოღვაწის იუბილე, მოღვაწის, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება, სიცოცხლე მიუძღვნა ერის თვითმყოფადობის განმტკიცებას, სახელმწიფოებრივი აზროვნების გაღვივებას. ნამდვილად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მთელს ერთან ერთად, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთი, როგორზეც ილია ოცნებობდა. კიდევ ერთხელ გილოცავთ!“, - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)