|
2017-11-07 12:19:25, 2068 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მხატვართა საგამოფენო დარბაზში დავით ბაძაღუას პერსონალური გამოფენა მოეწყო
საქართველოს მხატვართა საგამოფენო დარბაზში თანამედროვე მხატვრის, აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარის დავით ბაძაღუას პერსონალური გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 45 ფერწერული ტილო, რომელიც ხელოვანის 45 წლის საიუბილეო თარიღს უკავშირდებოდა. გამოფენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, საქართველოსა და აფხაზეთის მხატვართა კავშირების, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დავით ბაძაღუა აფხაზეთიდანაა და მისი ნამუშევრების უმეტესობა აფხაზეთის თემატიკას ეხება. აფხაზეთიდან დევნილი ხელოვანის შემოქმედება აღიარებულია საერთაშორისო მასშტაბით. მისი ნამუშევრები ინახება ამერიკისა და ევროპის ქვეყნების კერძო კოლექციებში. მას ხშირად იწვევენ საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებში. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)