|
2017-11-06 09:37:17, 1847 ნახვა
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი ამერიკელ ხალხს უსამძიმრებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტეხასის შტატში Sutherland Springs-ის ეკლესიაში მომხდარი თავდასხმისას დაღუპულების ოჯახის წევრებსა და ამერიკელ ხალხს უსამძიმრებს. „ვიზიარებთ ტეხასის შტატში, Sutherland Springs-ის ეკლესიაში მომხდარი მასობრივი მკვლელობისას დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და ამერიკელი ხალხის ტკივილს", - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში". ამერიკის შტატ ტეხასში სროლის შედეგად სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შეიარაღებული მამაკაცი ბაპტისტურ ეკლესიაში შევიდა და ცეცხლი გახსნა. შემთხვევა საზერლენდ სპრინგსში გუშინ, ადგილობრივი დროით 11:30 საათზე მოხდა. მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად კიდევ 25-მდე ადამიანი დაშავდა. როგორც BBC წერს, თავდამსხმელია ლიკვიდირებულია. ჯერ უცნობია თუ რა გახდა თავდასხმის მოტივი. შემთხვევის ადგილზე სამართალადამცველები და მედიკოსები არიან მობილიზებულები.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)