|
2017-11-04 12:22:31, 2033 ნახვა
საზოგადოება
მჯდომარე ფრენბურთის ნაკრების წევრი სამხედროები ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ
ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული საქართველოს ეროვნული ნაკრები მჯდომარე ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად ხორვატიაში გაემგზავრა. მჯდომარე ფრენბურთში ეროვნული ნაკრების წევრი სამხედროები თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა პაატა პატიაშვილმა, ასევე გულშემატკივრებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილეს და წარმატებები უსურვეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მჯდომარე ფრენბურთის ნაკრების წევრი სამხედროები ქალაქ პორეჩში 4-12 ნოემბრის ჩათვლით დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას. საერთაშორისო ჩემპიონატში ევროპის 13 ქვეყნის გუნდები და პარასპორტსმენები მონაწილეობენ. საქართველოს გუნდი ჯგუფურ ეტაპზე ბოსნიასთან, სერბეთთან და უნგრეთთან იასპარეზებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)